საბერძნეთმა, კვიპროსმა და ისრაელმა კოვიდ პასპორტის მქონე მოქალაქეებისთვის სამ ქვეყანას შორის მოგზაურობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს. შეთანხმებას, რომელიც ტურიზმის ხელშეწყობას ისახავს მიზნად, საბერძნეთის, კვიპროსისა და ისრაელის პრემიერ-მინისტრებმა მოაწერეს ხელი. დოკუმენტი ძალაში პირველი აპრილიდან შევა. მოგზაურობას შეძლებენ ის მოქალაქეები, რომელთაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ექნებათ ჩატარებული და ამის დამადასტურებელ დოკუმენტს წარადგენენ.