ერაყის ჩრდილოეთში „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ 48 მებრძოლი გაანეიტრალეს

15 თებერვალი 2021, 12:37 888 ნახვა

თურქეთმა ერაყის ჩრდილოეთში „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ 48 მებრძოლი გაანეიტრალა. თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ოპერაცია „არწივის კლანჭის“ მეორე ფაზა ერაყის გარას რეგიონში წარმატებით ჩატარდა და სახმელეთო და საჰაერო ელემენტები ბაზებზე დაბრუნდნენ. თურქეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, რეგიონი ტერორისტული ჯგუფისგან გათავისუფლებულია. ოპერაციის დროს 50-ზე მეტი ტერორისტული სამიზნე, მათ შორის, საბრძოლო მასალების საწყობები, გამოქვაბულები და ბაზები განადგურდა. თურქული მედიის ინფორმაციით, ქურთმა მებრძოლებმა გამოქვაბულებში თურქეთის 13 მოქალაქე მოკლეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი