დეზინფექცია ყოველდღიურად უტარდებათ მუნიციპალურ ავტობუსებსა და მიკროავტობუსებს. ასევე სპეციალური ხსნარით მუშავდება მუნიციპალური ავტობუსების მოსაცდელები. ბათუმის მერიის ინფორმაციით, სადეზინფექციო ღონისძიებები სამუშაო საათების დასრულების შემდეგ ხორციელდება.