გაუქმდება თუ არა ე.წ კომენდანტის საათი - მინისტრის განმარტება 

15 თებერვალი 2021, 12:22 2911 ნახვა

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ამ ეტაპზე ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის გაუქმება არ იგეგმება. ნათია თურნავას განცხადებით, ე.წ. კომენდანტის საათის გაუქმებას წინ დიდი ანალიზი უნდა უძღოდეს. 

''ერთ-ერთი ყველაზე წონადი ღონისძიება, რაც ჩვენ საბჭოს გადაწყვეტილებით ნოემბერში განვახორციელეთ იყო სწორედ ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა. მე ამას კომენდანტის საათს არ დავარქმევდი. სწორედ ამ გადაწყვეტილების გამო, ჩვენ დღეს შეგვიძლია შემსუბუქებაზე ვისაუბროთ. ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო ისეთი ამკრძალავი ნორმა, რომელმაც სხვა ქვეყნებიც და საქართველოშიც მოგვცა პოზიტიური ეფექტი. მის შემსუბუქებაზე ან გაუქმებაზე მსჯელობას წინ დიდი ანალიზი უნდა უძღოდეს. არ შეიძლება ყველაფერი ერთად შევამსუბუქოდ. ჯერ-ჯერობით ამაზე მსჯელობა არ არის. 

დარჩა კიდევ ბიზნეს სექტორი, სადაც ჩვენ  მიდგომები არ შეგვიმსუბუქებია. ამიტომ ვერ გავხსენით ჯერ საბავშვო ბაღები, ფიტნეს ინდუსტრია და სპორტული ობიექტები. 

პირველ რიგში ვიმსჯელებთ საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე, ხოლო ღამით გადაადგილების შეზღუდდვას სავარაუდოდ უფრო მოგვიანებით მოვიტოვებთ. 

ნუ ვიჩქარებთ, იმიტომ რომ ერთმა გაუფრთხილებელმა ნაბიჯმა შემდეგ პრობლემა შექმნას და გვაიძულოს უკან გამოვითხოვოთ, რაც ძალიან არ გვინდა'' - განაცხადა მინისტრმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი