ბლოომბერგის ბოლო მონაცემების მიხედვით, ამ დროისთვის მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 172 მილიონ 800 ათასზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა. მათ შორის, აშშ-ში 52 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა, რაც მოსახლეობის 15.8%-ს შეადგენს. აშშ-ს ჩინეთი მოჰყვება 40.5 მილიონზე მეტი ვაქცინირებული პაციენტით, რაც მოსახლეობის 2.8%-ს შეადგენს.
ევროკავშირში კი, საერთო ჯამში ვაქცინაცია 21 მილიონ ადამიანს ჩაუტარდა. გამოცემის მიხედვით, მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად საშუალოდ 6 მილიონ ადამიანს უტარდება. ამ ტემპით მთელი მსოფლიოს მოსახლეობის 2 დოზით სრულ ვაქცინაციას 5 წელი დასჭირდება