ჩინეთმა ქვეყანაში „ბიბისის უორლდ ნიუსის“ მაუწყებლობა აკრძალა. ბიბისის ინფორმაციით, ამის შესახებ ჩინეთის რადიოსა და ტელევიზიის მარეგულირებელმა ორგანომ განაცხადა. გამოცემის ცნობით, ჩინეთი ბიბისის კორონავირუსისა და უიღურების დევნის თემებზე მომზადებული მასალების გამო აკრიტიკებდა. ფაქტს გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი, გამოეხმაურა და აღნიშნულ ნაბიჯს ”მედიის თავისუფლების მიუღებელი შეზღუდვა” უწოდა.