ჯანმოს ექსპერტთა ჯგუფმა ჩინეთში მუშაობა დაასრულა

12 თებერვალი 2021, 11:48 760 ნახვა

კორონავირუსის წარმოშობისა და გავრცელების ყველა თეორია ღიად რჩება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა განაცხადა. ეს განცხადება მან მას შემდეგ გააკეთა, რაც ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფმა, რომელიც ორი კვირით ჩინეთში იმყოფებოდა, თქვა, რომ ვირუსის ლაბორატორიიდან გავრცელების თეორია ნაკლებად სავარაუდოა. საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი ჩინეთში 14 იანვარს ჩავიდა. ისინი ქალაქ უხანში იმყოფებოდნენ, სადაც „კოვიდ-19“-ის პირველი შემთხვევა დადასტურდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი