პენიტენციური დაწესებულებების გარე აკრძალულ ზოლში უსაფრთხოებას კვადროციკლები გააკონტროლებენ. ტერიტორიაზე უწყების გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების თანამშრომლები პატრულირებენ. ამასთან მინისტრის ბრძანებით, ცვლილება შევიდა საჯარიმო ქვითართან დაკავშირებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ხასიათის საკითხები. კერძოდ, ამოქმედდა წესი, რომლის დარღვევისთვის შესაბამისი სანქციები გატარდება. 28 იანვრიდან დღემდე 42 მოქალაქე უკვე დაჯარიმდა. ახალი რეგულაციის მიხედვით, აკრძალვებს შორის რამდენიმე მოთხოვნაა, მათ შორის აღნიშნული ზოლიდან ან მისი მიმდებარე ტერიტორიიდან იზღუდება დადგენილი მოთხოვნების დარღვევისკენ, არეულობისკენ და დაუმორჩილებლობისკენ წაქეზება. სპეციალური პენიტენციური სამსახური მოუწოდებს მოქალაქეებს, დაემორჩილონ დადგენილ წესს და თავი შეიკავონ პენიტენციური დაწესებულებების გარე აკრძალულ ზოლსა და მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისაგან.