აჭარის პოლიციის დეპარტამენტს ავთანდილ გალდავა უხელმძღვანელებს 

11 თებერვალი 2021, 10:05 1631 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტს ავთანდილ გალდავა უხელმძღვანელებს. მან კონსტანტინე ანანიაშვილი ჩაანაცვლა, რომელიც პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციაში იმუშავებს. 

უწყების ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტს პოლკოვნიკი ნიკოლოზ დიასამიძე უხელმძღვანელებს. ამ დრომდე დიასამიძეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

მინისტრის მოადგილემ - ვლადიმერ ბორცვაძემ თანამშრომლებს ახალი დირექტორები პირადად წარუდგინა.

ნიკოლოზ დიასამიძემ ავთანდილ გალდავა შეცვალა.

''პოლიციის ოპერატიული საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტროში სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების მიზანია საპოლიციო საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლება, ქვეყნისა და მოქალაქეებისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა'' - წერია შსს განცხადებაში. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი