თავდაცვის ძალებში სპეცტექნიკით ავტოპარკის განახლება მიმდინარეობს. უწყებამ 300 ერთეულზე მეტი სპეციალური საავტომობილო ტექნიკა შეისყიდა.
თავდაცვის მინისტრის მიერ ინიცირებული პროექტი თავდაცვის ძალების საავტომობილო და სპეციალური ტექნიკით დაკომპლექტებასა და თავდაცვითი შესაძლებლობების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
ახალი ავტომობილებით აღჭურვა თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გაუმჯობესებას, მობილურობის ზრდას და დავალების ეფექტიანად შესრულებას უზრუნველყობს.