ნარკოდანაშაულის ბრალდებით პოლიციამ ახალგაზრდა კაცი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს 2 შეკვრად დაფასოებული „ჰეროინი“ და ფული. პოლიციამ საგამოძიებო მოქმედებების დროს ასევე დააკავა, ნარკოდანაშაულში მხილებულის თანმხლები, რომელიც უწყების ინფორმაციით, არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია.