აჭარაში კორონავირუსის 29 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - 10 თებერვალი 

10 თებერვალი 2021, 11:05 877 ნახვა

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 29 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 39 პაციენტი. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში COVID-19    35 055 ადამიანმა დაამარცხა. 

კლინიკა დატოვა 15-მა მოქალაქემ. სამედიცინო დაწესებულებაში კრიტიკულად იმყოფება და მართვით სუნთქვაზეა 4 პაციენტი. 

კოვიდმიმღებ კლინიკაში მკურნალობს 158 ადამიანი, კოვიდ სასტუმროში - 132 პირი, ხოლო ონლაინ კლინიკაში - 139 მოქალაქე რჩება. 

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 12 884 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 7 539 პირი, აჭარაში - 684.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი