საფრანგეთის ლილის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შექმნეს მოწყობილობა, რომლითაც ადამიანს მობილური ტელეფონის დახმარებით კორონავირუსზე ტესტის დამოუკიდებლად ჩატარება შეუძლია. ამის შესახებ ფრანგული მედია იუწყება. მოწყობილობა ფორმით ფლეშ მეხსიერების ბარათს ჰგავს, რომელსაც მობილურ ტელეფონში ათავსებენ. მოწყობილობაში ჩამონტაჟებულია ერთჯერადი სატესტო ხაზი, რომელზეც ცხვირიდან აღებული ნაცხისგან მიღებული სითხის რამდენიმე წვეთი უნდა მოთავსდეს. 10 წუთის შემდეგ ტესტის პასუხი ტელეფონის ეკრანზე გამოჩნდება. სპეციალისტები განმარტავენ, რომ კორონავირუსი გარსშემორტყმულია სპაიკ-პროტეინებით, რომელზეც რეაგირებს სენსორი. გამომგონებლები ირწმუნებიან, რომ მოწყობილობას შეუძლია ვირუსის არსებობა აღმოაჩინოს შემთხვევების 90 პროცენტში. მოწყობილობამ უკვე გაიარა სრული კლინიკური ცდები.