ხოფის ბაზრობაზე ხანძარია ლიკვიდირებულია

09 თებერვალი 2021, 11:30 8894 ნახვა

ბათუმში, ხოფის ბაზრობაზე ხანძარი გაჩნდა. ცეცხლმა რამდენიმე მაღაზია დააზიანა. დამწვარია ინვენტარი. ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ძლიერი დაკვამლიანება იყო. 

ხანძარი ტანსაცმლის სექციაში გაჩნდა.

შემთხვევის ადგილას სახანძრო-სამაშველო სამსახურის 7 ბრიგადა მუშაობდა. 

ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცახდებენ, რომ ხანძარი ლიკვიდირებულია.

"ცეცხლი გავრცელებული იყო ტანსაცმლის მაღაზიაში და იყო გვერდით მდებარე მაღაზიებზე გავრცელების საშიშროება. მეხანძრე-მაშველებმა ერთსართულიან შენობაში გაჩენილი ცეცხლი დროულად ჩააქრეს. ამ დროისთვის ადგილზე ხანძარი უკვე სრულად ლიკვიდირებულია.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა"-აცხადებენ საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურში.

შსს-მ გამოიძიება სსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც  ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

 

 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი