ბათუმის სტადიონი 2020 წლის საუკეთესო სტადიონის გამოკითხვაში მონაწილეობს

09 თებერვალი 2021, 11:14 1990 ნახვა

ბათუმის სტადიონი 2020 წლის საუკეთესო სტადიონის წოდებისთვის იბრძვის. StadiumDB.com-ის ტრადიციულ გამოკითხვაში 2020 წელს გახსნილი 20 სტადიონია.

გამოკითხვაში ხმის მიცემა გულშემატკივრებს 7 მარტამდე შეეძლება. ამის შემდეგ საუკეთესო სტადიონს ჟიური დაასახელებს.

ხმის დასაფიქსირებლად შევდივართ StadiumDB.com-ზე 20 კანდიდატიდან ვირჩევთ 5 სტადიონს. საუკეთესოს ვუწერთ 5 ვარსკვლავს, შემდეგ მეორეს - ოთხს, მესამე სტადიონს სამ ვარსკვლავს და ასე შემდეგ. თუ მომხმარებელი 5 სტადიონს არ აირჩევს და მათ წესების დაცვით არ დაუწერს შეფასებას ხმა არ ჩაითვლება.

ერთი მოწყობილობიდან მხოლოდ ერთი ხმის მიცემა არის შესაძლებელი, წინააღმდეგ შემთხვეაში შესაძლოა საიტის წესების თანახმად ყველა ხმა გაუქმდეს.

20 შერჩეული სტადიონიდან ყველზე ძვირადღირებული აშშ-ში გახსნილი სტადიონია. 70 000 გულშემატკივარზე გათვილი მოედნის მშენებლობა 3,4 მილიარდი დოლარის ღირებულებისაა.

ყველაზე დაბალბიუჯეტიანი სტადიონი კი 12 500 გულშემატკვარზე გათვლილი რუმინული სტადიონია , რომლის მშენებლობაც 16,7 მილიონი დოლარი დაჯდა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში