თურქეთში კიდევ ერთი ოპოზიციური პარტია შეიქმნა

08 თებერვალი 2021, 17:52 1361 ნახვა

თურქეთის პრეზიდენტის მთავარმა ოპონენტმა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მუჰარემ ინჯემ მთავარი ოპოზიციური  სახალხო-რესპუბლიკური პარტიიდან გამოსვლის შესახებ განაცხადა.

2018 წლის ივნისში საპრეზიდენტო არჩევნებში  ერდოღანმა ამომრჩეველთა  ხმების 52, 59 პროცენტით  გაიმარჯვა. მისმა მთავარმა ოპონენტმა ხმების 30,64 პროცენტი დააგროვა.

ინჯე აკრიტიკებს ერდოღანს და მას წინასაარჩევნო დაპირებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს.  

ერდოღანი ყველაფერში გარე ძალებს,  ოპოზიციას და დასავლეთის ქვეყნებს ადანაშაულებს. იგი უნდა გადადგეს - აცხადებს თურქი პოლიტიკოსი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი