საგარეო საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მიმართავს

28 ოქტომბერი 2016, 00:00 2249 ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთსა და საქართველოს შორის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე შექმნილი ვითარების თაობაზე განცხადებას ავრცელებს. უწყება საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებმაც თურქეთის საზღვარი გადაკვეთეს პასპორტით, რომელშიც დატანილია საზღვრის კვეთის შტამპი და ფიქსირდება შესვლის თარიღი, თურქეთიდან საზღვრის გადმოკვეთა საქართველოს მიმართულებით უფრო მარტივად ხორციელდება, ვიდრე, საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ქვეყანაში შესულები არიან  აიდიD ბარათის საფუძველზე.  ასევე, საქართველოდან თურქეთის მიმართულებით საზღვრის გადაკვეთა შეუძლიათ თურქეთის რესპუბლიკაში ცხოვრების ნებართვის მქონე მოქალაქეებს. სარფში საბაჟო-გამშვებ პუნქტზე ადგილზე იმყოფებიან ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები. საჭიროების შემთხვევაში მათთან დაკავშირება შესაძლებელია ცხელი ხაზის შემდეგ ნომრებზე: ტრაპიზონის გენერალური საკონსულო - +90 54 13 26 22 26; საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტი - +995 322 94 50 50.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი