საქართველოში კორონავირუსის 404 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 799 ადამიანი. გარდაიცვალა 14 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 13 573 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 7 252, „პისიარ“ ტესტით – 6 321.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,95% ბოლო 14 დღის – 3,87%, ბოლო 7 დღის – 3,64%.
კარანტინის რეჟიმშია 450, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 230 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 294 პირი.