16 წლის ბრალდებულის ოჯახი და ადვოკატი პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს

06 თებერვალი 2021, 15:14 1158 ნახვა

არასრულწლოვანი ბრალდებულის ოჯახი და ადვოკატი პოლიციას დაკავებულის ცემაში ადანაშაულებენ. ამასთან, დედა ირწმუნება, რომ უკვე 9 დღეა შვილთან ვერც სატელეფონო კონტაქტზე  გადის. ადვოკატის მტკიცებით, საქმეში ძარცვის დამადასტურებელი მასალები არ არსებობს. ბრალდებული არასრულწლოვანი ყაჩაღობის ბრალდებით 2 თვის წინათაც დააკავეს, მაშინ ახალგაზრდა გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ გამოძიება ძარცვის მუხლით მიმდინარეობს, პოლიციელების მხრიდან სავარაუდო ძალის გამოყენებაზე კი უწყებაში კომენტარი არ კეთდება.

რაც შეეხება არასრულწლოვანთან კონტაქტს, სასჯელაღსრულების სამსახურში გვითხრეს, რომ დაკავებული მატროსოვის ციხეშია მოთავსებული და პანდემიის გათვალისწინებით 2 კვირიან კარანტინშია, თუმცა სურვილის შემთხვევაში ადვოკატს მინის ბარიერის მიღმა მისი ნახვის საშუალება მიეცემა.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი