იტალიურმა მაფიამ ნეაპოლში სასწრაფო დახმარების ავტომობილების მძღოლებისგან მოითხოვა არ ჩართონ სირენები და ციმციმა სიგნალები. მიზეზი ნარკორეალიზატორების უკმაყოფილებაა, რომლებსაც სასწრაფოს ეს აქსესუარები პოლიციის ავტომობილებში ერევათ.
ბრიტანული თაიმსი წერს, რომ მსგავსი ინციდენტი შაბათს 30 იანვარს მოხდა, როცა ორმა ნარკოდილერმა ქუჩაში სასწრაფო დახმარების ავტომობილი გააჩერა და მძღოლს მოკვლით დაემუქრა, თუ სირენას არ გამორთავდა.
ბოლო 3 წლის განმავლობაში ნეაპოლში მედიკოსებზე ძალადობის 300 შემთხვევა დაფიქსირდა.