წელიწადი და ცოტა მეტი პირბადის ტარება დაგვჭირდება - ამირან გამყრელიძე

04 თებერვალი 2021, 19:08 1173 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ეპიდსიტუაციის შესაბამისად, წელიწადი და კიდევ ცოტა მეტი პირბადის ტარება საჭირო იქნება.

"უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, მოზომილად. ყველამ უნდა ვატაროთ პირბადე, რაც გახლავთ მთავარი დამცავი საშუალება. ჩვენ წელიწადი და კიდევ ცოტა მეტი პირბადის ტარება დაგვჭირდება - გავითავისოთ ეს! სანამ მოსახლეობის 70% არ აიცრება და ვირუსზე მოქმედების ეფექტური წამალი არ დამტკიცდება, პირბადე, ხელების ხშირი დაბანა და დისტანციის დაცვა აუცილებელი იქნება. ამას უნდა შევეგუოთ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში