ავარიული დაზიანების გამო, ბათუმში რამდენიმე ქუჩას წყლის მიწოდება შეუწყდა

04 თებერვალი 2021, 16:27 3472 ნახვა

ბათუმში, 26 მაისისა და მემედ აბაშიძის ქუჩების კვეთაში წყლის ცენტრალური მილი დაზიანდა. მილის დაზიანების გამო ქუჩა ნაწილობრივ დაიტბორა.

წყლის მიწოდების აღდგენაზე მუშაობა მიმდინარეობს. 

"ბათუმის წყლის" ინფორმაციით, ავარიული დაზიანების გამო, ღამის 02:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდა: 26 მაისის ქუჩა - რუსთაველის ქუჩიდან გორგილაძის ქუჩამდე; მელიქიშვილის ქუჩა - რუსთაველის ქუჩიდან გორგილაძის ქუჩამდე; ვაჟა ფშაველას ქუჩა - რუსთაველის ქუჩიდან გორგილაძის ქუჩამდე; ლუკა ასათიანის ქუჩა - რუსთაველის ქუჩიდან გორგილაძის ქუჩამდე; რუსთაველის ქუჩა - მელიქიშვილის ქუჩიდან ლუკა ასათიანის ქუჩამდე; კლდიაშვილის ქუჩა - მელიქიშვილის ქუჩიდან ვაჟა ფშაველას ქუჩამდე; მემედ აბაშიძის ქუჩა - მელიქიშვილიდან ლუკა ასათიანის ქუჩამდე; ზურაბ გორგილაძის ქუჩა - მელიქიშვილიდან ვაჟა-ფშაველას ქუჩამდე.

კომპანიაში აცხადებენ, რომ წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით.

 

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში