იუსტიციის სახლი არ არის ორგანიზაცია, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს რაგბის კავშირის პრეზიდენტად კანდიდატის რეგისტრაციაზე

04 თებერვალი 2021, 16:09 1197 ნახვა

იუსტიციის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ აღნიშნული ორგანიზაცია რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაციაზე გადაწყვეტილებას არ იღებს. 

იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი მხარდამჭერები კი მოქალაქეებს დისკომფორტს უქმნიან. სერვისის მიღების შემდეგ ადამიანები მომსახურების სივრცეს უკანა გასასვლელიდან ტოვებენ. 

''ქვეყანაში არსებული პანდემიიდან გამომდინარე, იუსტიციის სახლში მოქალაქეთა მიღება წინასწარი დაჯავშნის პრინციპით ხორციელდება, რათა დაცული იყოს მომხმარებელთა შორის დისტანცია როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეში. მიუხედავად ამისა, იუსტიციის სახლის წინამდებარე ტერიტორიაზე შეკრებილნი არიან რაგბის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდამჭერები, რომლებიც არ იცავენ დისტანციას და, რიგ შემთხვევებში, ან საერთოდ არ უკეთიათ, ან არასწორად უკეთიათ პირბადე. იმის გამო, რომ დაცული იყოს მომხმარებელთა ჯანმრთელობის უსაფრთხოება იუსტიციის სახლი იძულებულია, მომხმარებელი ალტერნატიული, უკანა გასასვლელით გაიყვანოს მომსახურების სივრციდან.

გვსურს განვმარტოთ, რომ , ეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კომპეტენციაა, რომელმაც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უკვე არაერთგზის გააკეთა მკაფიო განმარტება.

ამასთან, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფისი იუსტიციის სახლის შენობაში არ მდებარეობს. ამგვარად, აქციის მონაწილეთა იუსტიციის სახლის წინ ყოფნა და სერვისის გაცემისას მოქალაქეებისათვის დისკომფორტის შექმნა უსაფუძვლოა'' - წერია განცხადებაში. 

იუსტიციის სახლთან მორაგბეების აქცია იმართება, ისინი იუსტიციის სამინისტროს მიერ ირაკლი აბუსერიძისთვის უფლებამოსილების ცნობას ითხოვენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში