აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უილიამ ბერნსის კანდიდატურა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორის თანამდებობაზე წარადგინა. ამის შესახებ თეთრი სახლი იტყობინება. კანდიდატურა სენატმა უნდა განიხილოს. ბერნსი 2005-დან 2008 წლამდე მოსკოვში აშშ-ის ელჩად მუშაობდა. მას 33 წლიანი დიპლომატიური კარიერა აქვს. ამჟამად ბერნსი კარნეგის ფონდს ხელმძღვანელობს.