პოზიტიური დინამიკა გვაძლევს შესაძლებლობას, თამამად, მაგრამ ფრთხილად გავაგრძელოთ შეზღუდვების შემსუბუქება - პრემიერი

04 თებერვალი 2021, 11:10 700 ნახვა

გიორგი გახარიამ დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი ჩამოვიდა ოთხ პროცენტზე ქვემოთ, რაც იძლევა შესაძლებლობას, რომ ფრთხილად გაგრძელდეს შეზღუდვების შემსუბუქება.

„ჩვენ, წინა მთავრობის სხდომაზე ვთქვით, რომ შეზღუდვების შემსუბუქების საკითხი გახდებოდა მსჯელობის საგანი, იმ შემთხვევაში, თუ პოზიტიური დინამიკა იქნებოდა შენარჩუნებული. მოგეხსენებათ, რომ ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი, დადებითობის მაჩვენებელი ჩამოვიდა 4%-ზე ქვემოთ, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, თამამად, მაგრამ ფრთხილად გავაგრძელოთ შეზღუდვების შემსუბუქება.

რაც უფრო თამამად ვამსუბუქებთ შეზღუდვებს, მით მეტი პასუხისმგებლობაა თითოეული ჩვენგანის, რომ აუცილებელი წესები დავიცვათ. არაგონივრული, არა ფრთხილი, სწრაფი შეზღუდვების მოხსნა-გაუქმება არის პირდაპირი გზა ამ შეზღუდვების თავიდან დაწესების. ამიტომ, ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ იმისთვის, რომ ის მიღწევები, რომელიც გვავს, ინფექციის მართვის თვალსაზრისით, შევინარჩუნოთ იმისთვის, რომ გაზაფხულის ბოლოს, ზაფხულის დასაწყისში კიდევ უფრო თამამად შევუწოთ ხელი ეკონომიკასა და ტურიზმს, რომ ამოქმედდეს უფრო ეფექტურად. ამიტომ, დღევანდელი დადებითობის მაჩვენებელი გვაძლევს შესაძლებლობას, რომ შეზღუდვების შემსუბუქება, რომელიც დაგეგმილი გვქონდა, ცოტა უფრო სწრაფად განვახორციელოთ“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში