პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევაზე ჯარიმა მკაცრდება 

04 თებერვალი 2021, 11:17 1063 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დღეს იმსჯელებენ წესების გამკაცრებაზეც. გიორგი გახარიას თქმით, პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევის დროს ჯარიმაც გაორმაგდება. 

''შეზღუდვების შემსუბუქებასთან ერთად ჩვენ წესების გამკაცრებაზეც უნდა ვიზრუნოთ, ამიტომ ჩვენ დღეს მივიღებთ გადაწყვეტილებას, როდესაც პირბადის ტარების წესის დარღვევა განმეორებით მოხდება, შესაბამისი ჯარიმაც გაორმაგდეს.

ყველას კარგად უნდა გევსმოდეს, რომ თანამედროვე მსოფლიოში  პანდემიის წინააღმდეგ უფრო  ეფექტური, ვიდრე პირბადე, დისტანციის დაცვა, ტესტირება და შემდეგ უკვე ვაქცინაცია ვერ მოიგონა. 

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს წესები დავიცვათ. ეს ჩვენი ეკონომიკის დაცვის ინტერესშია'' - განაცხადა გიორგი გახარიამ.  

პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ჯარიმა 20 ლარი იყო. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი