ავსტრალიის ქალაქ პერთში ტყის ხანძრის გამო ასობით მოქალაქის ევაკუირება განხორციელდა. სტიქიის შედეგად 9 000 ჰექტარი ტერიტორია დაიწვა, 71 სახლი განადგურდა, 6 მეხანძრე კი დაშავდა . აღსანიშნავია, რომ პერთში კორონავირუსით ინფიცირების ერთი შემთხვევის დადასტურების გამო, 5-დღიანი „ლოქდაუნია“ გამოცხადებული, რომლის ვადა პარასკევს იწურება. ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოქალაქეებს მოუწოდეს, ევაკუაციის ცენტრებში პირბადეები ატარონ და რამდენადაც შესაძლებელია, თვითიზოლაციას მიმართონ.