დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ვაქცინირებულ მოქალაქეთა რაოდენობა ინფიცირებულ პირთა რიცხვს გაუთანაბრდა.
''საინტერესოა ასევე, რომ თითქმის უკვე დაეწია ვაქცინირებულთა რაოდენობა ინფიცირებულთა რიცხვს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, 101 მილიონი ადამიანია უკვე აცრილი და აქედან არცერთი სიკვდილი არ დაფიქსირებულა.
როცა 104 მილიონი ინფიცირებულიდან 2 მილიონ 262 000 სამწუხაროდ გარდაიცვალა. აქედან გამომდინარე მთავარი გზავნილია, თუ ჩვენ გვინდა დავამარცხოთ პანდემია და შევაჩეროთ, ერთადერთი მთავარი გზა გადის მოსახლეობის მასობრივ ვაქცინაციაზე'' - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.