კოვიდ-19-ის წინააღმდეგ აცრილ ამერიკელთა რიცხვმა კოვიდინფიცირებულების რიცხვს გადააჭარბა. ანტივირუსული ვაქცინის ერთი ან ორივე დოზა 26 მილიონ 500 ათასმა ამერიკელმა უკვე მიიღო. პანდემიის დაწყების შემდეგ კი ქვეყანაშიკოვიდ-19-ის 26 მილიონ 200 ათასს ადამიანს დაუდასტურდა. გარდაიცვალა 443 ათას 35 პაციენტი.
დაავადების ახალ შემთხვევათა საშუალო რაოდენობა 8 იანვარს პიკის დაფიქსირების შემდეგ ბოლო 7 დღის განმავლობაში თითქმის ყოველდღიურად მცირდება. თუმცა ლეტალობის მაჩვენებელი ჯერ ისევ მაღალი რჩება. იანვარში საშუალოდ ყოველდღიურად გარდაცვალების 3 ათასზე მეტი შემთხვევა ფიქსირდებოდა.