სომხეთი აზერბაიჯანს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში უჩივის

02 თებერვალი 2021, 17:33 1076 ნახვა

სომხეთის ხელისუფლებამ აზერბაიჯანის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.  ოფიციალური ერევანი აზერბაიჯანს მთიან ყარაბაღსა და მიმდებარე რაიონებში 44-დღიანი ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევებში ადანაშაულებს.

სომხური მხარე აცხადებს, რომ აზერბაიჯანმა დაარღვია არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკისა და სომხეთის მცხოვრებთა სიცოცხლის უფლება, ასევე წამებისა და არაადამიანური მოპყრობისგან დაცვის, ხელშეუხებლობის, საკუთრების, პირადი ცხოვრების, განათლებისა და სხვა უფლებები.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში