ალექსეი ნავალნის სასამართლო პროცესზე უცხოელი დიპლომატების დასწრებას ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად მიიჩნევს ოფიციალური მოსკოვი. ამის შესახებ რუსეთის საგარეო სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი ინფორმაციით, მოსკოვის საქალაქო სასამართლოში, სადაც ალექსეი ნავალნის საქმეზე მოსმენა მიმდინარეობს აშშ-ის, ბულგარეთის, პოლონეთის, ლატვიისა დაა ავსტრიის საელჩოების ოცამდე წარმომადგენელი მივიდა.