მონიტორინგი საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ბათუმის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალურ ავტობუსებში მოწმდება, როგორც პირბადის სწორად გამოყენება, ასევე უბილეთოდ მგზავრობა. მიკროავტობუსებში პირბადეების გარდა, მძღოლები ფეხზე მდგომი მგზავრების გადაყვანისთვისაც დაჯარიმდებიან.