ბათუმში ერთ-ერთ რესტორანში ღონისძიება გაიმართა - ობიექტის მეპატრონე 10 000 ლარით დააჯარიმეს 

02 თებერვალი 2021, 11:24 7933 ნახვა

შრომის ინსპექციამ ბათუმში, რესტორნის დახურულ სივრცეში სოციალური ღონისძიების გამართვის გამო, ობიექტის მეპატრონე დააჯარიმა. 

მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ კობალაძის ქუჩაზე მდებარე რესტორანში ღონისძიება იმართებოდა, სადაც ათზე მეტი პირი იყო შეკრებილი, რაც საქართველოს მთავრობის დადგენილებით აკრძალულია.

"ვახორციელებდით გეგმიურ მონიტორინგს რა დროსაც გამოვავლინეთ სოციალური თავშეყრა რესტორნის დახურულ სივრცეში. აღნიშნული ქმედება საქართველოს მთავრობის 322-ე დადგენილებით აკრძალულია და ამავე დადგენილების საფუძველზე მოხდა სოციალური ღონისძიების შეჩერება და გამოყენებული იქნა ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით" - განაცხადა მანანა ვეფხვაძემ, შრომის ინსპექციის სამსახურის შრომის ინსპექტორმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში