თემურ წიკლაურთან გამომშვიდობება

01 თებერვალი 2021, 20:03 1322 ნახვა

ქართველი საესტრადო მომღერალი და მსახიობი, ანსამბლ „ივერიის“ წევრი თემურ წიკლაური 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის კორონავირუსის დადასტურების შემდეგ გორის ჰოსპიტალში, რეანიმაციაში მკურნალობდა.

თემურ წიკლაური 1967–1972 წლებში ანსამბლ „ციცინათელას“ წევრი იყო, 1972 წლიდან ანსამბლ „ივერიას“ სოლისტი. მისი რეპერტუარი მოიცავს ქართველ კომპოზიტორთა სიმღერებს, მათ შორის: ნოდარ გიგაურის „ჩემი თბილისი და ფიროსმანი“, გიორგი ცაბაძის „საქართველოს მანანებო“, ალექსანდრე ბასილაიას „იყიდება საქართველო“, ვაჟა აზარაშვილის „დინამო“, ალექსანდრე ბასილაიას მიუზიკლები: არწივი (1980, „ჩხიკვთა ქორწილი“), მეფე აიეტი (1983, „არგონავტები“), გერვასი (1986, „თოვლის ბებოს ზღაპარი“), ნიკო ფიროსმანი (1995, „ფიროსმანი“).

2014 წლის 23 იანვარს მომღერალს თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ ვარსკვალი გაუხსნეს.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი