გარდაცვლი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და მათი ადვოკატები საქმის შეწყვეტას აპროტესტებენ და ითხოვენ, რომ საქმე გამოძიების ეტაპზე დაბრუნდეს.
მოთხოვნებს შორისაა თამარ ბაჩალიაშვილის მამას, დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი დაუბრუნდეს. მათ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში საჩივარი შეიტანეს, რითაც პროკურატურის გადაწყვეტილება გაასაჩივრეს.
უწყებამ რამდენიმე დღის წინ უარი თქვა გამოძიების გაგრძელებაზე და საჩივარი არ დააკმაყოფილა.