რეგულაცია, რომელიც დღეიდან ასევე გაუქმდა რეგულარული ფრენებია. ყველა ავიაკომპანია, რომელიც საქართველოში შემოსვლის სურვილს გამოთქვამს, შეძლებენ რეგულარული ფრენების დაგეგმვას და შესრულებას გარკვეული სიხშირეებით, მაგრამ ნოტამი ე.წ. შეზღუდვა აღარ იმოქმედებს. ავიამომოსვლის განახლებასთან ერთად, დღეიდან საქართველოს და უცხო ქვეყნების მოქალაქეებისთვის შეიცვალა საჰაერო საზღვრის გადაკვეთის რეჟიმი. საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ, სამშობლოში დაბრუნდნენ PCR-ტესტირების უარყოფითი პასუხით და გადაინაცვლონ 8-დღიან თვითიზოლაციაში, ან თვითიზოლაციის ნაცვლად, ჩამოსვლიდან მესამე დღეს, საკუთარი ხარჯით კიდევ ერთი PCR-ტესტი გაიკეთონ და ასეთ შემთხვევაში თვითიზოლაციიდან თავისუფლდებიან. საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც საჰაერო საზღვრით შემოსვლისას თან არ ექნებათ PCR-ტესტირების უარყოფითი პასუხი, 12-დღიანი თვითიზოლაციის ვადა შემცირდა 8 დღემდე.