შუახევში რამდენიმე პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა, ცინარეთის სკოლაში სწავლა დისტანციურად გაგრძელდება 

01 თებერვალი 2021, 11:29 2524 ნახვა

შუახევში, სოფელ ცინარეთის საჯარო სკოლის რამდენიმე თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც აღნიშნულ სასწავლო დაწესებულებაში სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება. 

გადაწყვეტილება განათლების სამინისტრომ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციით მიიღო. 

მასწავლებლებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს სწავლის განახლებამდე კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდათ.  

აჭარაში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში დღეს, პირველ თებერვალს განახლდა. სწავლა დაიწყო როგორც საჯარო ასევე კერძო სკოლებმა.

 

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი