შსს-მ დედის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის მარტვილში კაცი დააკავა

31 იანვარი 2021, 15:10 1064 ნახვა

დედის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით მარტვილში ერთი პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით, კაცმა საკუთარ დედას — 1970 წელს დაბადებულს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღით მუცლის არეში  დაჭრა და  შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

უწყების ინფორმაციით, დაჭრილი ქალი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა. ის ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში