EMC-რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს გაუქმებას ითხოვს. თამთა მიქელაძე ორგანიზაციის შვიდ წლიან მუშაობას უარყოფითად აფასებს და განმარტავს, რომ სააგენტოს არცერთი მნიშვნელოვანი პრობლემა არ გადაუჭრია.
მიქელაძეს უწყების გაუქმების ერთ-ერთ მაგალითად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში განვითარებული მოვლენები მოჰყავს და განმარტავს რომ ფაქტის პრევენცია კონფლიქტამდეც შესაძლებელი იყო. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს მთავრობის დადგენილებით 2014 წლის 19 თებერვალს შეიქმნა.