კომპანია ,,სოკარჯორჯია გაზი“ აჭარის ინფორმაციით, მამია ვარშანიძის 118 -ის მიმდებარე ტერიტორიაზე, საკანალიზაციო სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებისას დაზიანებული მიწისქვეშა მილის გამო ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა ბათუმში 1700 აბონენტს. კომპანიაში აცხადებენ, რომ აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს და გაზის მიწოდება ეტაპობრივად დღეიდან დაიწყება.