კორონავირუსით მეათეკლასელი გარდაიცვალა, იგი ბათუმის ერთ-ერთ სკოლაში სწავლობდა

29 იანვარი 2021, 15:25 9329 ნახვა

ბათუმში, კორონავირუსით მეათეკლასელი მოსწავლე გარდაიცვალა. მოზარდი თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გარდარჩენა ვერ მოხერხდა. 

აჭარის განათლების მინისტრის განცხადებით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია აქვთ, თუმცა პერსონალურ მონაცემებზე ვერ ისაუბრებს. 

არსებული ინფორმაციით, მეათეკლასელ ბიჭს თანმხლები დაავადებები ჰქონდა. 

''ბავშვთან დაკავშირებით პერსონალური მონაცემების გახმოვანებისაგან თავს შევიკავებ. ვართ შესაბამის უწყებებთან სრულ კოორდინაციაში. ბათუმის ერთ-ერთი სკოლის, მეათე კლასის, მოსწავლე იყო. ერთი წელია სწავლა ონლაინ მიმდინარეობს, შესაბამისად სკოლაში არ დადიოდა. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გვაქვს, მაგრამ გახმოვანებისაგან თავს შევიკავებთ'' - უთხრა ჟურნალისტებს მაია ხაჯიშვილმა. 

მოზარდი გუშინ სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი