თუ არგუმენტები მისაღებია სკოლებში შერეული მოდელის გამოყენებას მხარს დავუჭერთ - მინისტრი

29 იანვარი 2021, 15:26 4860 ნახვა

აჭარაში სკოლების ნაწილმა სასწავლო პროცესი შესაძლოა ჰიბრიდული მოდელით განაახლოს. რაც იმას ნიშნავს, რომ მოსწავლეების ნაწილი სწავლას ისევ დისტანციურად გააგრძელებს, ნაწილი კი გაკვეთილებს სკოლაში დაესწრება.

აჭარის განათლების მინისტრის მაია ხაჯიშვილის ინფორმაციით, 7 სკოლისგან მოთხოვნა უკვე მიიღეს და უწყება საკითხს განიხილავს.

მინისტრი ამბობს, რომ სრულიად დისტნაციურ მოდელზე დარჩენის სურვილი ამ ეტაპზე არცერთ სკოლას არ გამოუთქვამს.

"სკოლებმა მოგვამრთეს შერეულ, ჰიბრიდულ მოდელთან დაკავშირებით და ამას აქვს თავისი არგუმენტაცია. ჩვენ ადრეც გავაჟღერეთ, რომ სადაც არგუმენტები მისაღებია, ჰიბრიდული მოდელის გამოყენებას მხარს დავუჭერთ. ეს ხელს უწყობს პირველ რიგში მოსწავლეთა ნაკადების მობილობის შემცირებას, მნიშვნელოვანია რეკომენდაციების დაცვა მოხდეს სკოლებში და ამ მიმართულებით სკოლებთან გვაქვს კონსულტაცია, სრულიად დისტანციურ მოდელზე დარჩენის მოთხოვნით ამ ეტაპზე არცერთ სკოლას არ მოუმართავს" - განაცხადა მაია ხაჯიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში