საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატოს შტაბ-ბინაში „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ მონაწილე ქვეყნების თავდაცვის ძალების მეთაურების დონეზე სამხედრო კომიტეტის სხდომას დაესწრო. შეხვედრაზე მონაწილეებმა ავღანეთში, ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ მიმდინარეობა, არსებული უსაფრთხოების გარემო და მისიის გაგრძელებასთან დაკავშირებული სამომავლო გეგმები განიხილეს. ნატოს შტაბ-ბინა ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის ძალების მეთაურების დონეზე 185-ე შეხვედრების სესიას მასპინძლობს.