დღეს აფხაზური ენის დღეა. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აფხაზ თანამოქალაქეებსა და ქართულ საზოგადოებას აფხაზური ენის დღე ქართულ და აფხაზურ ენებზე მიულოცა. ”აფხაზური კულტურა და თვითმყოფადობა ჩვენი მრავალფეროვანი საგანძურის ფასდაუდებელი ნაწილია. მინდა ჩვენმა აფხაზმა ძმებმა იცოდნენ, რომ ჩვენ ვესწრაფით დღეს, როდესაც საერთო მომავლის სახელით შევძლებთ დავძლიოთ წარსულის მტკივნეული ტრავმები და ერთ - მშვიდობის, სიყვარულისა და თანამშრომლობის ენაზე ვილაპარაკებთ”, -ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.