ფრანგმა პოლიციელებმა კომენდატის საათის დროს ''მაკარენა'' იცეკვეს

28 იანვარი 2021, 18:01 1070 ნახვა

პარიზის თებერვლის რაიონში 30-მდე პოლიციელმა კომენდანტის საათისა და სანიტარული წესების დარღვევით   პოლიციის განყოფილებაში წვეულება გამართა.  მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო. წესრიგისდამცველებს ადმინისტრაციული ჯარიმები ემუქრებათ.   22 იანვარს გამართული წვეულების ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში  გავრცელდა. ვიდეოზე პოლიციელები ნიღბებისა და სოციალური დისტანციის უგულებელყოფით „მაკარენას“ ცეკვავენ. 

რთული ეპიდსიტუაციის გამო 15 დეკემბრის შემდეგ საფრანგეთში კომენდანტის საათი მოქმედებს. 16 იანვრის შემდეგ კი შეზღუდვები ახალი ბრიტანული შტამის გაჩენის ფონზე კიდევ უფრო გაამკაცრეს. ქვეყანაში კომენდანტის საათი  20-ის ნაცვლად 18 საათიდან იწყება. დაკეტილია მუზეუმები, თეატრები, კინოთეატრები, რესტორნები და კაფე-ბარები

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში