ღია ბაზრობების წარმომადგენლებსა და მთავრობის წევრებთს შორის შეთანხმება ვერ შედგა. მთავრობაში ამბობენ, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით გადაწყვეტენ გაიხსნება თუ არა ბაზრობები დათქმულ ვადაზე ადრე, თუმცა ამ ეტაპზე ამაზე დარწმუნებით ვერ ისაუბრებენ.
ბაზრობების წარმომადგენლებისთვის, მთავრობის არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ იხსნება ღია ბაზრობები მიუღებელია.
"მათი გახსნა დაგეგმილია 15 თებერვალს, თუმცა ჩვენ ვაკვირდებით ეპიდვითარებას. არ გამოვრიცხავთ, რომ ერთი კვირის თავზე, თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება, სტაბილურად მივიღოთ მათთვის მეტად ოპტიმისტური გადაწყვეტილება და თარიღმა გადმოიწიოს უფრო ახლოს. მაგრამ ამაზე დღეს დარწმუნებით ვერ ვისაუბრებთ"-განაცხადა ნათია თურნავამ.