მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ კარტოგრაფების დღევანდელ წინა სასამართლო პროცესზე. ადვოკატები ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენებენ. დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულების უფლებადამცველები აცხადებენ, რომ მზად არიან პატიმრობის სანაცვლოდ ნებისმიერ სხვა ღონისძიებას დათანხმდნენ, მათ შორის გირაოზე ან და პასპორტის ჩაბარებაზე. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილს ბრალი დაუზუსტდათ. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულები განზრახ, ზემდგომი პირების დავალებების შესაბამისად მოქმედებდნენ.