სახელმწიფო საწარმოების მართვის სამუშაო ჯგუფს ფინანსთა მინისტრი უხელმძღვანელებს 

28 იანვარი 2021, 11:30 832 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სახელმწიფო საწარმოების რეფორმირების დაწყება, გლობალური ეკონომიკური კრიზისის პირობებში განსაკუთრებით აქტუალურია. გიორგი გახარიას თქმით, შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ფინანსთა მინისტრი უხელმძღვანელებს.

,,კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც უნდა ვიმსჯელოთ, ეს არის უკვე დაანონსებული უაღრესად მნიშვნელოვანი პროცესი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ცხოვრებისა, 2021-2024 წლების განმავლობაში, სახელმწიფო საწარმოების რეფორმირების დაწყება. მნიშვნელოვანია, რომ  შევინარჩუნოთ უმაღლესი სტანდარტები, მოთხოვნები მენეჯმენტისა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრების, რომლებმაც შემდეგი წლების განმავლობაში ამ ორგანიზაციის ფუნქციონირება უნდა განსაზღვრონ.

გარდა ამისა, სახელმწიფო საწარმოების მართვის რეფორმირების თვალსაზრისით შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელსაც უხელმძღვანელებს ფინანსთა მინისტრი, ბატონი ივანე მაჭავარიანი. ეს არ იქნება ერთი საწარმო, რომელზეც ჩვენ გავჩერდებით. არამედ, იქნება კონკრეტული გეგმა, თანმიმდევრული ნაბიჯები“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში