თურქეთში 12 ტერორისტი დააკავეს

27 იანვარი 2021, 18:31 233 ნახვა

თურქეთში საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციის ისლამური სახელმწიფოს 12 მხარდამჭერი დააკავეს, მათგან 5 რუსეთის მოქალაქეა.ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს.დაკავებები გასული წლის 31 დეკემბერს განხორციელდა.უწყების მონაცემებით, ბოევიკები სირიიდან თურქეთის ტერიტორიაზე შეღწევას ცდილობდნენ.გამომძიებლებმა დაადგინეს,რომ დანარჩენი 4 დაკავებული უზბეკეთის და კიდევ 3 ყირგიზეთის მოქალაქეები არიან. ყველა დაკავებული ისლამური სახელმწიფოს ტერორისტია ნათქვამია თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში