,,ამბასადორის'' მშენებლობა - მოძრაობა „შენთან ერთად“ ოპოზიციურ პარტიებს მიმართავს

27 იანვარი 2021, 14:25 1572 ნახვა

მოძრაობა "შენთან ერთად" წევრები ოპოზიციურ პარტიებს მიმართავენ და თხოვენ, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში მოხდეს ,,ამბასადორის'' პროექტის დეკონსტრუირება. განცხადება კახა მიქელაძემ ცოტა ხნის წინ ''თავისუფლების კვარტალში'' გააკეთა.  მისი თქმით, ხელისუფლება მოქალაქეების ნების საწინააღმდეგოდ მოქმედებს. 

,, ყველა ოპოზიციურ პარტიას მოვუწოდებთ ხელი მოაწერონ შეთანხმებას, რომლის მიხედვით ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, კონკრეტულად ეს მშენებლობა დეკონსტრუირებული იქნება იმ ნიშნულამდე, რომელიც ბულვარის იერსახეს საფრთხეს არ შეუქმნის. თავის მხრივ, ეს შეთანხმება იქნება გზავნილი კონკრეტული ინვესტორისადმი, ერთგვარი გაფრთხილება, რომ არ განაგრძოს მშენებლობა და თავი აირიდოს სამომავლო დიდი ფინანსური დანაკარგისაგან!'' - აცხადებენ ორაგნიზაციის წევრები. 

ბათუმის ბულვარში 16 სართულიანი ობიექტის მშენებლობა იგეგმება, რასაც საზოგადოების ნაწილის პროტესტი მოჰყვა. მოქალაქეებმა საპროტესტო აქციები გამართეს. 

''ამბასადორის'' პროექტს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან არსებულმა საბჭომ მხარი დაუჭირა. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი